„თეზისი - საქართველოში ახალგაზრდები უფრო მეტ უცხო ენას სწავლობენ, ვიდრე ერთს“ - აბიტურიენტები ინგლისური ენის გამოცდის საკითხებს ასახელებენ
08-07-2024

ინგლისური ენის გამოცდა 2 საათი და 30 წუთი გრძელდება, თუმცა აპლიკანტებმა გამოსვლა გამოცდის დაწყებიდან ერთ საათში უკვე დაიწყეს და საკითხებიც დაასახელეს.

„თეზისი იყო - დღეს საქართველოში ერთზე მეტ უცხოურ ენას ახლა უფრო მეტი ახალგაზრდა სწავლობს, ვიდრე ადრე...  ვფიქრობ, კარგად დავწერე. ხმაც კარგად ისმოდა და მოსასმენი დავალებებიც არ გამჭრვებია, არადა ამ საკითხის ყველაზე მეტად მეშინოდა. ჯერ ვერ ვალაგებ თავში ყველა დავალებას, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ რთული არ ყოფილა და იმედი მაქვს მაღალი ქულა მექნება", - გვითხრა 207-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოულმა აბიტურიენტმა.

„ახალგაზრდები ბევრ უცხო ენას სწავლობენ და მოგწონს თუ არა ეს - ესსეს თეზისი ასეთი იყო. მოსასმენი დავალება ტურიზმზე იყო, კონკრეტულ ადგილებზე და ღირსშესანიშნაობებზე მოგვიყვნენ, ამის მიხედვით უნდა შეგვესრულებინა ტესტები. ხმა ძალიან კარგად ისმოდა, შიგნით დაძაბული სიტუაცია არაა, პირიქით, ძალინ მშვიდი გარემოა. მგონი, ყველაფერი კარგად დავწერე, არ ვნერვიულობდი, დღევანდელ გამოცდაზე მშვიდად შევედი“, - გვითხრა აბიტურიენტმა.

„დღეს საქართველოში ახალგაზრდები უფრო მეტ უცხო ენას სწავლობენ, ვიდრე ერთს - ეს იყო თეზისი, მე დავწერე, რომ ეს გარემოებებზეა დამოკიდებული და მთლად მათი სურვილი შესაძლოა არ იყოს, ამ არგუმენტს გავყევი… მოსასმენებს რაც შეეხება, ძალიან კარგად ისმოდა, სათითაოდ შეამოწმეს ყველა ბავშვთან მოსწონდათ თუ არა და რამდენად კარგად ისმოდა, შინაარსი არ მახსოვს, მაგრამ მარტივი იყო. მოსმემენის პარალელურად ვცემდი პასუხებს კითხვებსაც“, - გვითხრა აპლიკანტმა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203