წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორ იზოლდა ფხაკაძისთვის სკოლის წარმატების საფუძველი მოტივირებული სასკოლო საზოგადოებაა, ამიტომ მოსწავლე-მასწავლებელთა კეთილდღეობისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს, მიღწევებს ახალისებს, მათ განვითარებაზე ზრუნავს და სასკოლო საზოგადოებისთვის მათ ინტერესებზე მორგებულ სწავლა-სწავლების პროცესსა და გარემოს უზრუნველყოფს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გეგუთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ფხაკაძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მოტივირებულ სასკოლო საზოგადოებას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ყოველთვის და ყველგან დაეყრდენი საკუთარ თავს.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- წიგნთან მეგობრობას, სიმშვიდეს, საკუთარი ცოდნის მაქსიმალურ დაფიქსირებას ეროვნულ გამოცდებზე.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- თავისუფლება, განათლება, დისციპლინა.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- იყო მოსწავლის მეგობარი, ხელი შეუწყო საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას და სწორი მიმართულებით წარმართვას.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“, კონსტანტინე გამსახურდიას „დავით აღმაშენებელი“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ჯანმრთელობას და წარმატებას მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის რთულ გზაზე.