ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლას ღირსეული, საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე მართავს.
ის სწავლების თანამედროვე მოთხოვნებს ყოველთვის ფეხს უწყობს. აღსანიშნავია, რომ 4 ივლისს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში წყალტუბოს, ოზურგეთის, ზუგდიდის, ქუთაისის სკოლის დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ სამუშო შეხვედრას წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე-კუჭავა ესწრებოდა, რომელმაც სკოლაში დაბრუნებისას, კოლეგებს სამინისტროს მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნო და დასძინა, რომ ყველა მასწავლებელს, ახალი სახელფასო პოლიტიკით, მინიმუმ 200, მაქსიმუმ 800 ლარი მოემატა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განათლების რეფორმა განიხილეს. კერძოდ, სახელფასო ცვლილებებზე მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა ამომწურავად ისაუბრა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მანვე დაანონსა სისტემაში განსაზღვრული მომავალი ცვლილებების შესახებ.
შეხვედრას სკოლის დირექტორებთან ერთად საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსებიც ესწრებოდნენ.
„გთავაზობთ ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებელთა გაზრდილი ხელფასების სტატისტიკას, რისთვისაც მადლიერებას გამოვხატავთ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ.
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მასწავლებლებს ხელფასი საათების რაოდენობის, გამოცდილების, განათლების შესაბამისად, გაეზარდათ, კერძოდ:
ჯამში სკოლის სახელფასო ფონდი გაიზარდა 18 682,59 ლარით“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: