„მიზნის მისაღწევად სიძნელეებს არ უნდა შეუშინდე“ - ფატიმა ჩარკვიანი, პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორი
08-07-2024

ამრიდონ ჩეგიანის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა ჩარკვიანი მიზანდასახული პიროვნებაა, სირთულეებს არ უშინდება და მუდამ მზადაა ახალი საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის. 

მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა, მათ მოტივაციაზე ზრუნავს და მოწაფეებისთვის ​ხარისხიან განათლებასა და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს. საქმისა და მოსწავლეთა სიყვარულით გულანთებული კი სამაგალითოდ ემსახურება ყველაზე ღირებულს - ერუდირებული მომავალი თაობის აღზრდას. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა ჩარკვიანი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს... 

- წარმატებულ მოსწავლეს, ზგემ-ზე ორიენტირებულ წარმატებულ მასწავლებელსა და სკოლის თემში ჩართულ კმაყოფილ მშობელს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- მიზნის მისაღწევად სიძნელეებს არ უნდა შეუშინდე.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- იყვნენ პოზიტიურები და აირჩიონ ის პროფესია, რომელიც მართლა უყვართ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- მიზანდასახულობა, ეროვნული იდეებით გაღვივებული თვითშეგნება და ღირებული განათლების მიღება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოსწავლესთან მეგობრობას, მასში მოტივაციის გაღვივებას და მისთვის მომავლის სწორი გზის დასახვაში დახმარებას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ქართული მწერლობა ჩემთვის უპირველესია, თუმცა მათ მივცემდი არჩევის საშუალებას.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მუდმივად ვიყო მზად ახალი საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203