მუსხის საჯარო სკოლას ნინო სუდაძე უხელმძღვანელებს
08-07-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობა ნინო სუდაძემ დაიკავა. 

ახალდანიშნულ დირექტორს სამეურვეო საბჭომ გამოუცხადა ნდობა. ნინო სუდაძე სკოლას 6 წლის ვადით უხელმძღვანელებს. 

სკოლაში საბჭოს გადაწყვეტილება ახარებთ და დირექტორს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას უსურვებენ. 

„მუსხის საჯარო სკოლის პედაგოგები ვულოცავთ ქალბატონ ნინო სუდაძეს დირექტორის თანამდებობის დაკავებას. ვუსურვებთ წინსვლას, წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორს სამეურვეო საბჭო კენჭისყრით ირჩევს. 

სამეურვეო საბჭო შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203