საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ ავტორიზაციის სტანდარტები წარმატებით დააკმაყოფილა
08-07-2024

საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიამ ავტორიზაცია წარმატებით გაიარა.

სკოლას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 წლის ვადით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

 სკოლაში ახარებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გადალახეს. 

„ვულოცავ, საქართველოს საპატრიარქოს კახათის წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიას სრულად  ავტორიზაციის წარმატებით გავლას.

სრულიად სკოლა - გიმნაზიის საზოგადოება მოხარულია, რომ გაწეული შრომა დაფასდა და ეს მნიშვნელოვანი გამოწვევა წარმატებით გადალახა.

მადლობა, ჩვენი გიმნაზიის რექტორს, ზუგდიდის და ცაიშის მიტროპოლიტს გერასიმეს, რომლის ლოცვა - კურთხევით სკოლა - გიმნაზიამ გაიარა სრული ავტორიზაცია.

მადლობა სკოლა - გიმნაზიის დირექტორს - დეკანოზ გაბრიელ გულორდავას, რომლის ძალიან დიდი დამსახურებაა ასეთი წარმატება. შესანიშნავი ლიდერი და კოლეგა, რომლის გვერდით მუშაობა ძალიან ნაყოფიერი და მადლიანია.

მადლობა სკოლა - გიმნაზიის თითოეულ მასწავლებელს, სულიერ მოძღვრებს, მშობლებსა და მოსწავლეებს მათი დაუღალავი შრომისთვის.

განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ამ დროის განმავლობაში გვეხმარებოდა სასურველი შედეგის მისაღწევად.

მადლობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203