ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლის დირექტორ ანჟელა ღვიტიძისთვის სკოლის წარმატება ქვეყნის წინსვლისა და განვითარების საწინდარია, შესაბამისად სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება საქართველოს საკეთილდღეო საქმეს და საკუთარი წვლილი შეაქვს ერუდირებული და ინტელექტუალური თაობების აღზრდის საქმეში.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შუაგორას საჯარო სკოლის დირექტორი ანჟელა ღვიტიძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- წარმატებულ მოსწავლეს, კმაყოფილ მშობელს, განვითარებულ თემს, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდსა და მიზანდასახულ დირექციას; ჯამში კი - ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას...
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- რა საქმესაც ხელს მოკიდებ, აკეთე სიყვარულით, უანგაროდ და ერთგულებით (მშობლები).
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- წარმატებისთვის მყარი ცოდნა და მტკიცე ნებისყოფაა საჭირო...
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- იცოდნენ სწავლისა და ჯანსაღი ცხოვრების ფასი; გააცნობიერონ რა შეუძლიათ; იბრძოლონ უკეთესი მომავლისათვის და არ გაყიდონ, უერთგულონ, მოუარონ საქართველოს...
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- შევუქმნა ჯანსაღი, პოზიტიური, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე აგებული გარემო... გიყვარდეს ნიშნავს გაუგო, დაეხმარო, უთანაგრძნო, ენდო...
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ასაკობრივ კატეგორიას გააჩნია... ზოგადად, ვურჩევდი იკითხონ სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიკეთეზე, რწმენასა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ვიცოდე, რა ვაკეთო და როგორ ვაკეთო...