შემეცნებითი აქტივობები და ფსიქოლოგის ჩართულობით წარმართული საინტერესო სასწავლო პროცესი კერძო სკოლა „ანაბასისში“
08-07-2024

კერძო სკოლა „ანაბასისში“ სასწავლო წელი გაჯერებული იყო საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი ინიციატივებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებოდნენ, პროფესიონალი პედაგოგები ახალგაზრდებს მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობდნენ. 

მათ შორის აღსანიშნავია მეორე კლასში გამართული გაკვეთილი, რომლიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისა და სკოლის ფსიქოლოგის - ელისო ლელაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა. გაკვეთილის თემა კი გახლდათ ურთიერთობები.

გაკვეთილის მიზანი კი იყო - მოსწავლეების მიერ მნიშვნელოვანი ურთიერთობის აღმოჩენა და გაცნობიერება ლიტერატურულ ნაწარმოებებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. როგორც სკოლაში აღინიშნა, მოზარდები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რამდენად ადვილად შეუძლიათ ურთიერთობის დამყარება სხვებთან, ასევე რამდენად შეუძლიათ ამ ურთიერთობის შენარჩუნება.

მოსწავლეებმა იმსჯელეს იმ ექვსი ძირითადი თვისების ირგვლივ, რომელიც საჭიროა კარგი და ძლიერი ურთიერთობის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად, მათ შორის: დაფასება, ნდობა, ძალისხმევა, ზრუნვა, გაზიარება და გაგება - აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს  სხვადსხვა ნაწარმოებში აღწერილი ურთიერთობები, საკუთარი შეხედულებები  და ფსიქოლოგიური მიდგომა, აღმოჩნდა რომ ისინი  მრავალ ასპექტში იკვეთებიან.

ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს პლაკატები, მაკეტები და პრეზენტაციის სახით წარუდგინეს აუდიტორიას. გაკვეთილი დატვირთული იყო აქტივობებითა და „ენერჯაიზერებით“. მუშაობა წარიმართა როგორც ინდივიდუალურ, ასევე, ჯგუფურ ფორმატში, თემაზე დაყრდნობით მოსწავლეებმა წარადგინეს ტექსტები და იმსჯელეს მათში ასახული ურთიერთობების მნიშვნელობებზე.

საბოლოოდ, მოსწავლეები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კარგი ურთიერთობა ნიშნავს ორივე მხარემ შეიტანოს წვლილი ზემოთხსენებული მახასიათებლების შესრულებაში, არ არსებობს იდეალური ურთიერთობა, კარგი და ძლიერი ურთიერთობის ჩამოყალიბებას კი საკმაოდ დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები და მშობლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს საგნის პედაგოგის მარიამ ჭულუხაძის და ფსიქოლოგის ელისო ნებიერიძის ერთობლივი გაკვეთილი, აღნიშნეს ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, მისი განვითარებაში კი მსგავსი გაკვეთილები თუ შეხვედრები დიდ წვლილს შეიტანს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203