„მოსწავლე გიდები“ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლიდან და პროექტი, რომელმაც ტურიზმით დაინტერესებული მოწაფეები გააერთიანა
08-07-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში პროექტი - „მოსწავლე გიდები“ წარმატებით დასრულდა. 

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, მათ მოსწავლე-გიდების კურსი ხალისითა და ინტერესით გაიარეს. 

„ქვემო ქართლის რეგიონი და მათ შორის ბოლნისიც დიდ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში, რაც დასტურდება მატერიალური და წერილობითი წყაროებით, კულტურის ძეგლებით. ამ ტერიტორიაზე აღრიცხულია 200-ზე მეტი ძეგლი, მათგან რამდენიმე, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, მსოფლიო საგანძურშია შეტანილი სწორედ ამ საგანძურის შესწავლითა და ტურიზმით დაინტერესებული მონააწილეები გააერთიანა პროექტმა“,- გვიყვებიან სკოლაში და პროექტის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი და დაამუშავეს ხუთი ტურისტული მარშრუტი.

1.პილიგრიმული ტურიზმი;

2.კულტურული ტურიზმი;

3.მეგალითების სამყარი;

4.ღვინის გზა;

5.გერმანული უბანი.

მონაწილეებმა წარადგინეს მომზადებული პრეზენტაცია და მოისმინეს ჟიურის უკუკავშირი.

„ჩვენი გუნდები მზად არიან მიიღონ ტურისტები და გაუწიონ ღირსეული გიდობა“,- დასძენენ სკოლაში და დიდ მადლობას უხდიან პროექტის ავტორს, ორგანიზატორებს, ჟიურს და მონაწილე მოსწავლეებს.

„განსაკუთრებული მადლობა ბოლნისის ახალგაზრდულ იდეას ამ შესაძლებლობისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203