ინგლისური ენის მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყებიდან მალევე ერთ-ერთი აბიტურიენტი შეუძლოდ გახდა და საგამოცდო ცენტრში, სასწრაფო დახმარების ბრიგადას სთხოვა დახმარება.
როგორც ადგილზე მყოფმა etaloni.ge-ს ჟურნალისტმა გაარკვია, აბიტურიენტი შეუძლოდ სიცხის გამო გახდა, თუმცა იგი საგამოცდო ცენტრში უკვე შევიდა და გამოცდასაც დაწერს.
etaloni.ge წარმატებებს უსურვებს ყველა აბიტურიენტს.
ინგლისური ენის მეორე სესიაზე რეგისტრაცია 15:00 საათზე დასრულდება.