მცხეთის N2 საჯარო სკოლაში „სამართლებრივი კულტურის“ კურსი წარმატებით მიმდინარეობს
07-06-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლაში „სამართლებრივი კულტურის“ კურსი წარმატებით მიმდინარეობს. პედაგოგი ანა იმერლიშვილი, ხოლო სამართალდამცველი-დიანა დემეტრაშვილი გახლავთ.  

მაისის თვეში მოსწავლეები შემდეგ თემებს გაეცნენ: „ორგანიზებული დანაშაული და მისი შედეგები“; „ტრეფიკინგი“; „სახალხო დამცველი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი“;„სასამართლოს საქმიანობა“; „სასამართლო პროცესი-მოდელირება“.

მოსწავლეები გაკვეთილებზე ხალისით საუბრობენ, მსჯელობენ და სხვადასხვა პრობლემის მოგვარების სამართლებრივ საშუალებებზე ინფორმაციას იგებენ.

განსაკუთრებული ინტერესი  სასამართლო პროცესის იმიტირებამ გამოიწვია. კერძოდ, მოსწავლეებმა მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის, დამნაშავის, დაზარალებულის და მოწმის როლები მოირგეს, რის შემდეგაც სიტუაციის განხილვა-დისკუსია გაიმართა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203