შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღევანდელი გამოცდის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ცენტრის განმარტებით, დილის და შუადღის სესიის გამოცდაზე ჯამში 6-მა აბიტურიენტმა დაიგვიანა.
„ამ წუთებში აბიტურიენტები საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდას აბარებენ.
მეორე სესიაზე განაწილებულთაგან გამოცდაზე გამოცხადდა 93%-ზე მეტი აბიტურიენტი. ამ დროის მონაცემებით არის დაგვიანების 3 შემთხვევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.