3 დამატებითი ცვლილება ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით - უმაღლესების საყურადღებოდ
09-07-2024

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს 15 ივლისამდე მიეცათ ვადა, რათა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართოს ანკეტაში გარკვეული ცვლილების შეტანის მოთხოვნით.

ცვლილებები კი შეიძლება შეეხოს:

ანკეტის შევსებისას პროგრამაზე/პროგრამების გაერთიანებაზე ერთი საგნისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების კვოტის სხვა საგნისათვის განსაზღვრას;

პროგრამაზე/პროგრამების გაერთიანებაზე გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის გაზრდას - იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომელთაც ამ დებულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით გაეზარდა სტუდენტთა ადგილების რაოდენობა;

პროგრამაზე დაშვების დამატებით მოთხოვნას (გარდა კონკურსის გავლისა) ან შენიშვნის სახით მისათითებელ ინფორმაციას.


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203