გოჩა ზურაბაშვილი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მუდამ განვითარებისკენ ორიენტირებული დირექტორია, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა, სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვა და წარმატებული მოსწავლებია. მისთვის მთავარია მოწაფეთა ეროვნული ღირებულებებით აღზრდა და მათში პატრიოტიზმის გაღვივება.
გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გოჩა ზურაბაშვილთან:
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- კვალიფიკაციურად ძლიერ კადრებს, გამართულ ინფრასტრუქტურას, თანამედროვე მიდგომების დანერგვას სასწავლო პროცესში და განვითარებისკენ მისწრაფულ სასკოლო საზოგადოებას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ისე ვიღვაწო ყოველ წუთს, საათს, დღეს, რომ შედეგით არა მარტო მე ვიყო კმაყოფილი, არამედ გავხდე სამაგალითო სხვებისთვის.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მეტი ყურადღებითა და გულით მოეკიდონ არჩეულ პროფესიას და კეთილსინდისიერად ემსახურონ მას.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- დაუახლოვდეს წიგნებს, მეტი დრო დაუთმოს კითხვას და წიგნიერების დონის ამაღლებას.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მტკიცე და ურყევ მომავალს.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ვურჩევდი იმ წიგნებს, რომლებიც საქართველოს ისტორიას შეეხება, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებს გაუღვივებთ და ეცოდინებათ, საიდან იწყება მათი წარსული და რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მეტ განვითარებას მომავალი თაობის განვითარებისთვის, პროფესიულ წინსვლას! არავინ არ უნდა იყოს დღევანდელი დღით კმაყოფილი.