ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში და წარმატებასაც აღწევენ.
მათ შორის, ერკეთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ანასტასია ჯინჭარაძე ჩაერთო მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის 2024 წლის საერთაშორისო კონკურსში, რომლის თემა იყო - „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც, იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“.
23 ივნისს ანასტასია თბილისში დაჯილდოების ცერემონიალზე მიიწვიეს, მიულოცეს საქართველოს პირველ სამეულში მოხვედრა და წარმატების დამადასტურებელ სერტიფიკატთან ერთად გადასცეს განსაკუთრებული და ორიგინალური საჩუქარი - ველოსიპედი.
სასკოლო საზოგადოება ულოცავს ანასტასია ჯინჭარაძეს ღირსეულ გამარჯვებას.
„მადლობა საქართველოს ფოსტას ჩვენი მოსწავლის და მისი მშობლების გაბედნიერებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მისწავლეს შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები: