თემა სტუდენტთა სწავლასა და დასაქმებაზე, გააზრება ალექსანდრე მაკედონელის საფლავის ძიებაზე - ცნობილია, კიდევ რა საკითხები წერეს აბიტურიენტებმა
09-07-2024

ეროვნული გამოცდები დღეს ისევ ინგლისური ენის გამოცდით გრძელდება და როგორც ტესტირებიდან გამოსული აპლიკანტები აღნიშნავენ, რთული არაფერი ყოფილა. 

„არაფერი რთული არ ყოფილა. თემა იყო სტუდენტურ დასაქმებაზე, უნდა მუშაობდნენ თუ არა, სწავლის პარალელურად და მარტივად დავწერე. კარგად ისმოდა მოსასმენი ტექსტიც, საშუალო სირთულის კითხვები ჰქონდა და ვფიქრობ, კარგად დავწერე“;

„ესსეს თემა იყო სტუდენტები სწავლის პარალელურად რომ მუშაობენ, იმაზე. მოსასმენი დავალება რომის ტურისტულ სანახაობებზე იყო და კარგად ისმოდა. წაკითხულის გააზრება კი ალექსანდრე მაკედონელის საფლავის ძიებას ეხებოდა. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი დავალება ყოფილა ისეთი, რისი დაწერაც გამიჭირდა და საბოლოო ჯამში, კმაყოფილი ვარ“.

„ალბათ, ისეთივე სირთულის ტესტები იყო, როგორიც წინა წლებში. მასწავლებელთან ვაკეთებდით ტესტებს და ესენიც ისეთივე სირთულისაა. მოსასმენი რომზე იყო და რთული კითხვები არ ყოფილა, კარგად ისმოდა. ესსე იყო სწავლის დროს მუშაობაზე. ეს დრო მეყო, რომ დამეწერა. ყველა დავალება შევასრულე და ისე გამოვედი“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203