თბილისის N106 სკოლის პედაგოგი თამარ ზირაქიშვილი გლობალური განათლების სამიტზე დაჯილდოვდა
09-07-2024

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ამ მიზნით კი მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას. 

მათ შორისაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგი თამარ ზირაქიშვილი, 13- წლიანი სამეცნიერო გამოცდილებითა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილებას ეცნობა.

მასწავლებელმა დუბაიში მეოთხე გლობალური განათლების სამიტში მიიღო მონაწილეობა და საზეიმოდ დაჯილდოვდა, რადგან განათლების უმაღლესი სტანდარტები აჩვენა მოსწავლეებს. 

„თამარ ზირაქიშვილი 2 წელია რაც სასკოლო სივრცეს შემოუერთდა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგია ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისი 106-ე საჯარო სკოლაში. მანამდე კი მას 13-წლიანი სამეცნიერო გამოცდილება აქვს. თამარი მუდმივად ეცნობა საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილებას და აქტიურად იღებს მონაწილეობას კონფერენციებსა და სემინარებში. მისი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია 2024 წლის 14 იანვარს დუბაიში მეოთხე გლობალური განათლების სამიტში მონაწილეობა, რომლის ორგანიზატორი იყო ,,AKS Education Awards Global Education Awards Dubai“ ამ ორგანიზაციის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან რამოდენიმე ათეული გამარჯვებული ჰყავს. გლობალური გამარჯვების ჯილდოები AKS Education Awards-ის ინიციატივაა ყოველწლიური პროგრამა, რომელიც აღიარებს განათლების სრულყოფილებას გლობალურად.

გლობალური განათლების დაჯილდოვების მიზანი იყო იმ ადამიანებისა და ინსტიტუტების აღიარება რომლებმაც განათლების უმაღლესი სტანდარტები აჩვენეს თავიანთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. დუბაიში ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ ფიზიკური პირები და უნივერსიტეტების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან 2024 წლის სამიტზე დაჯილდოვდა 8 ნომინაციაში გამარჯვებული, მათ შორის ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის N106 საჯარო სკოლის მასწავლებელი თამარი ზირაქაშვილი. კვლავაც წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ თამარს, სკოლის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და მათ მოტივაციაზე“,- გვიყვებიან სკოლაში და პედაგოგის წარმატება ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203