მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები იღებდნენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებსა თუ პროექტებში.
მათ შორის აღსანიშნავია eTwining პლატფორმაზე განხორციელებული საერთაშორისო პროექტი, რომელიც მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა და დასრულდა ასევე საინტერესოდ.
„დასრულდა ჩვენი ძალიან საინტერესო საერთაშორისო პროექტი ტრადიციების და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ, სადაც წარმატებით ვითანამშრომლეთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად 5 ქვეყნიდან. წარმატებით გავცვალეთ ინფორმაცია ჩვენი ტრადიციული სიმღერების, საკვების, თამაშების, ზღაპრების და ა.შ შესახებ. დიდი მადლობა eTwining პლატფორმას და ჩვენს უცხოელ კოლეგებს ამ შესაძლებლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეთა აქტიურობა და ხელმძღვანელი პედაგოგის შემოქმედებითობა ახარებთ.
„მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის ისტორიის მასწავლებელს მარიცა ბლიაძეს საინტერესო პროექტში მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: