„სკოლის წარმატება ნიშნავს უსაფრთხო, მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებულ სასკოლო გარემოს“- თინათინ ჩხაიძე, შრომის საჯარო სკოლის დირექტორი
09-07-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში დირექტორი თინათინ ჩხაიძე მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ სასკოლო გარემოს უზრუნველყოფს, თავად მიზანსწაფული პიროვნება, მოსწავლეებსაც მოუწოდებს წინსვლა არასდროს შეწყვიტონ და წარმატებაც არ დააყოვნებს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შრომის საჯარო სკოლაში დირექტორი თინათინ ჩხაიძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- უსაფრთხო, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ სასკოლო გარემოს, სადაც იგრძნობა სიყვარული და ზრუნვა ერთმანეთის მიმართ.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება…

- არასოდეს გაჩერდე, მაშინაც კი, როდესაც რაღაც დოზით უიმედობა შეგიპყრობს.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- აირჩიონ სასურველი პროფესია, დაისახონ მიზანი და გახდნენ წარმატებულები.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- წიგნიერება, პატრიოტიზმი, ზომიერება და რაც შეიძლება მეტი სიყვარული.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემასა და ნდობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ვფიქრობ, ის წიგნი უნდა  წაიკითხონ, რაც მათ სურთ. მთავარია, მეტი იკითხონ.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- შევძლო არსებული გამოწვევების დაძლევა და გავხდე წარმატებული დირექტორი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203