ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწევიან. აღსანიშნავია, რომ კლუბი ჩართულია მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024“, რომლის ფარგლებში არაერთი ეკოაქტივობა განახორციელა და ბრწყინვალე წარმატებაც მოიპოვა.
ეკოკლუბი, ბიოლოგიის მასწავლებლის - გიორგი ზამბახიძის ხელმძღვანელობით, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2024-ის ფინალისტი გახდა.
ეკოკლუბელებს ახარებთ მიღწევა და მადლობას უხდიან ყველას, ვისაც მათ წარმატებაში მიუძღვის წვლილი.
გუნდი მადლობას უხდის: გიორგი მასწავლებელს, ამ მიზნის მისაღწევად გაწეული შრომისთვის;
სკოლის დირექტორ ბატონ მალხაზ სამსონიას, გვერდში დგომისა და მხარდაჭერისთვის;
კონკურსის ორგანიზატორებს ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეძენისათვის;
CENN-ს ჩვენი შრომის დაფასებისა და მონიჭებული შანსისთვის;
კონკურსის კოორდინატორ ბატონ ირაკლი მიქელაძეს, მონაწილე გუნდების სრულყოფილი ინფორმირებისათვის. დებიუტანტი ეკოკლუბისათვის თქვენი რეკომენდაციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული იყო.
ასევე ჩვენს მიერ განხორციელებულ აქტივობებში ჩართულ პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებსა თუ თემის წარმომადგენლებს. შევხვდებით ეროვნულ ფინალში!“,- აღნიშნავენ ეკოკლუბელები და დიდი შემართებით ელოდებიან მასშტაბური კონკურსის ფინალს.
იხილეთ ფოტოები: