ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია. კურსდამთავრებულებს ახსოვთ პედაგოგთა ღვაწლი და აფასებენ მათ ამაგს. კურსდამთავრებულებს კი სკოლაში ყოველთვის დიდი სიყვარულით მასპინძლობენ, მათ აქტიურ გულშემატკივრებად რჩებიან და ახარებთ, რომ მათი აღზრდილი თაობა არ ივიწყებს მშობლიურ სკოლასა და საყვარელ მასწავლებლებს.
22 ივნისს, ვახტანგ ჯაოშვილის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლას ეწვივნენ კურსდამთავრებულები, რომლებიც აღნიშნავდნენ სკოლის დასრულების 40 წლის იუბილეს კლასის ხელმძღვანელთან - ამავე სკოლის ღვაწლმოსილ პადაგოგთან - ქალბატონ რუსუდან ჯაფარიძესთან ერთად.
შეხვედრას ესწრებოდნენ მათი პედაგოგები სკოლის დირექტორი მერი პაპიძე და სპორტის პედაგოგი- ოთარ ჯაოშვილი.
კურსდამთავრებულებს ჩაუტარდათ სიმბოლური გაკვეთილი, რომელსაც რუსუდან ჯაფარიძე წარუძღვა. კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს თავიანთ წარმატებებზე.
პედაგოგისგან ყველა „მოსწავლემ“ მიიღო სიმბოლური შეფასება „ათი“.
ასეთი ტკბილი მოგონებებითა და საყვარელი სკოლის მონახულებით უფრო მხიარული და ღირსშესანიშნავი გახდა მათი შეკრება.
ნიგოზეთის საჯარო სკოლამ არაერთი ღირსეული პიროვნება აღუზარდა სამშობლოს და დღემდე არ იშურებს ძალისხმევას სამშობლოს სადარაჯოზე.
იხილეთ ფოტოები: