ინგლისური ენის მეორე სესიაზე 39-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი 20 წუთით გვიან მივიდა.
აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში მარტო იყო მისული. როგორც თავად თქვა, ტაბიძის ქუჩიდან მოდიოდა და საცობის გამო დაიგვიანა. საგამოცდო ცენტრში მას ადგილზე მყოფი ადმინისტრაციის წევრები გაესაუბრნენ, თუმცა გამოცდაზე მისი დაშვება შეუძლებლი იყო...
ინგლისური ენის მეორე სესიაზე რეგისტრაცია 14:00 საათზე ხოლო გამოცდა 15:00 საათზე დაიწყო.