„სკოლის წარმატება ნიშნავს აღზარდოს თაობები, რომლებიც შეძლებენ წარმატების მიღწევას კონკურენტულ სამყაროში“-რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე
10-07-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლას დირექტორი ილარიონ ლაბაძე წარმატებით უძღვება. მიზანსწრაფული ხელმძღვანელი გამოწვევებს არ უშინდება და არასდროს წყვეტს განვითარებას, მოსწავლეებსაც ურჩევს იშრომონ და დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევენ. 

როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, წარმატებულმა სკოლამ უნდა აღზარდოს თაობები, რომლებიც შეძლებენ წარმატების მიღწევას დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში, შესაბამისად მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას სთავაზობს და მათ მრავალმხრივ განვითარებაზე ზრუნავს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- სრულფასოვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქცია, აღზარდოს თაობები, რომლებიც შეძლებენ წარმატების მიღწევას დღევანდელ კონკურენტულ სამყაროში.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „არ შეწყვიტო განვითარება, თუ გინდა წარმატებას მიაღწიო“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მეტი იშრომონ და ისწავლონ დასახული მიზნების მისაღწევად.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- მაქსიმალურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა შემოქმედებით, თუ საგანმანათლებლო პროექტებში. კარგი განათლება და წიგნიერება მათ გზას გაუხსნის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ თანამედროვე საზოგადოებაში.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- გაითავისო მისი შინაგანი სამყარო, იცნობდე მას საკუთარი შვილივით და დაეხმარო მას წარმოაჩინოს საკუთარი თავი, როგორც ღირსეულმა მოქალაქემ.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ნებისმიერი წიგნი ისტორიული, თუ სამეცნიერო მიმართულებით, მნიშვნელოვანია მათი ცნობიერების უკეთ ჩამოყალიბებისათვის.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- დავინახო საკუთარი შრომის შედეგი, საქართველოს ბევრი ღირსეული ახალგაზრდა, რომლებსაც მყარად უჭირავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ბერკეტები, ფლობენ შესაბამის ცოდნას ქვეყნის ღირსეულად სამართავად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203