არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
10-07-2024

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის, VII კლასის მოსწავლეები - მარიამ ბენიაიძე, ანასტასია ხუციშვილი, ანა ბუჩუკური და IX  კლასის მოსწავლე მარიამ ბუჩუკური ჩაერთნენ მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილის წერის კონკურსში, რომელიც საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით წელს მეთერთმეტედ გაიმართა.

საკონკურსო წერილის თემა გახლდათ - „მისწერე წერილი მომავალ თაობას სამყაროზე, რომელსაც იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“.

კონკურსის მიზანი იყო წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ, მასწავლებელს კი ინიციატივის გამოჩენისთვის მადლობას უხდიან. 

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებელს კონკურსში მონაწილეობისთვის და უსურვებს წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203