„უფასო კვება სკოლებში, იამაგუჩი და ტურიზმი...“ - ინგლისურის გამოცდის საკითხები ცნობილია
10-07-2024

10 ივლისის, ინგლისური ენის ბოლო გამოცდა ჩატარდა. ტესტირებიდან გამოსული აბიტურიენტები არც ესეს თემით და არც მსომენის ნაწილით უკმაყოფილოები არ არიან. რაც შეეხება საკითებს, ესე ეხებოდა უფასო სასკოლო კვებას, ხოლო მოსასმენი ტექსტი - ტურიზმს ვენაში. 

აბიტურიენტები etaloni.ge-ს საგამოცდო დეტალებზე ესაუბრებიან:

„საბოლოო ჯამში, გამოცდა მარტივი იყო, არ ველოდი ასეთ მარტივს. მოსასმენში ტექსტი ძალიან კარგად ისმოდა და ეხებოდა ვენაში ტურიზმს, კითხვები კი მარტივი იყო, ესეს თემა - სკოლებში კვება უფასო უნდა იყოს თუ არა. წაკითხულის გააზრების ტექსტი იყო იამაგუჩიზე, რომელიც ატომურ დაბომბვას ორჯერ გადაურჩა. არ ყოფილა არც ერთი დავალება, რომლის დაწერაც გამიჭირდა და არც უცხო სიტყვები იყო“...

„თემა სკოლებში კვებას ეხებოდა - უფასო უნდა იყოს თუ არა. კარგი სამსჯელო იყო და მე დავეთანხმე. არაფერია ისეთი რთული, რასაც აბიტურიენტი თავს ვერ გაართმევს. შიგნითაც სიწყნარეა“...

„გამოცდა საშუალო სირთულის იყო, დროც თავისუფლად მეყო. ვფიქრობ, ისეთივე სირთულის იყო, როგორიც წინა წლების. მოსმენის დავალება ვენაზე იყო და მარტივი კითხვები ჰქონდა. კარგად ისმოდა ყველაფერი და არც რთული უცხო სიტყვები ყოფილა“...

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203