დღეს, 10 ივლისს, ინგლისურის გამოცდის მე-5 სესიაზე, რამდენიმე აბიტურიენტმა დაიგვიანა. ერთ-ერთი მათგანი ნერვიულობისგან ცუდად გახდა.
როგორც etaloni.ge-ს N175 საგამოცდო ცენტრის ტერიტორიაზე მყოფმა გულშემატკივრებმა აცნობეს, აპლიკანტმა რამდენიმე წუთით დააგვიანა, ეზოს მოშორებით იდგა, რა დროსაც თავი შეუძლოდ იგრძნო და იგი სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს.
ახალგაზრდა ამ დრომდე სასწრაფოს მანქანაში რჩება, სავარაუდოდ ექიმები მშობელს ელოდებიან.
გულეშემატკივრები კი ჩვენთან საუბრისას უკმაყოფილებას ვერ მალავენ - რამდნეიმე წუთი დაგვიანების გამო ასეთ პრობლემები აბიტურიენტებს არ უნდა შეექმნათო. გთავაზობთ რამდენიმე რეპლიკას:
„დიდი ამბავი... 5 წუთით თუ იგვაინებს ბავშვი, ამის გამო ერთი წელი უნდა დააკარგვინო?!“;
„ასე როგორ შეიძლება, შეიწირეს ბავშვები, რაღაც გამონაკლისები ხომ უნდა არსებობდეს!“;
„გასცენ დედამისს პასუხი - რა დღეშია ბავშვი... წარმოვიდგინე, ჩემი შვილი რომ იყოს, რას ვიგრძნობდი. დაუშვან გამონაკლისები!“