„ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია ცოდნის მუდმივი გაუმჯობესება“ - ბახრამ სადიკოვი, თაზაქენდის საჯარო სკოლის დირექტორი
10-07-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის საჯარო სკოლის დირექტორი ბახრამ სადიკოვი მოსწავლეთა უპირობო სიყვარულით გამოირჩევა, აღნიშნავს, რომ ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია ცოდნის მუდმივი გაუმჯობესება, ამიტომ მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თაზაქენდის საჯარო სკოლის დირექტორი ბახრამ სადიკოვი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მაღალ აკადემიურ მოსწრებას.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- უკიდურესად პასუხისმგებლობით მოეკიდეთ გამოცდებისთვის მომზადებას. 

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- ცოდნის მუდმივი გაუმჯობესება. 

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოექცე მათ, როგორც საკუთარ შვილს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ვურჩევდი გაეცნონ წიგნებს დიდი ადამიანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მეტ მუშაობას კომპიუტერთან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203