ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის საჯარო სკოლის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სკოლის სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს შენობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გარემონტებას.
სასწავლო პროცესი რეაბილიტირებულ სკოლაში 2025 წლიდან განახლდება.
სკოლაში სიახლეს დიდი სიხარულით შეხვდნენ და ახარებთ, რომ მოსწავლეები კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.
იხილეთ ფოტოები: