ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა არაფორმალური განათლების პროექტებში ჩართულობა წახალისებულია. ამ მხრივ გამორჩეული იყო 2023-2024 სასწავლო წელი. აქტიური მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში ხალისითა და დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
სკოლის X კლასის მოსწავლე დიმა კილასონია ჩაერთო წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში, რომლის ადრესატიც მომავალი თაობაა.
საკონკურსო წერილის თემა გახლდათ - „მისწერე წერილი მომავალ თაობას სამყაროზე, რომელსაც იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“.
კონკურსის მიზანი იყო წერილის წერის ტრადიციის აღდგენა, წერილობითი ურთიერთობის წახალისება ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.
მოსწავლემ კონკურსს წარმატებით გაართვა თავი და საპასუხოდ კი საქართველოს ფოსტიდან მოუვიდა ამანათი სერტიფიკატით და საჩუქრით.
იხილეთ ფოტოები: