ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ტურით დედაქალაქს სტუმრობდნენ.
21 ივნისს, სკოლის III და IV კლასელები თბილისის „ექსპერიმენტორიუმსა“ და ციფრულ მუზეუმს ეწვივნენ.
მუზეუმში წარმოდგენილი იყო ექსპონატები, რომლებიც ძალიან მარტივად, გასაგებად და სახალისოდ ხსნიდნენ ფიზიკის კანონებს.
ინტერაქტიულმა ექსკურსიამ, აზოტის შოუმ და ექსპერიმენტებმა კი, ექსპონატებთან შეხებისა და მათი გამოცდის შესაძლებლობა მისცა მოსწავლეებს.
მოსწავლეებისთვის ექსკურსია სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: