თბილისის N72 სკოლის მოსწავლეები მულტიკულტურულ ფესტივალში - „ჩვენი უბანი” მონაწილეობდნენ
10-07-2024

თბილისის N72 საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერითა და წახალისებით აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა ღონისძიებაში და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

მათ შორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ მულტიკულტურულ ფესტივალში - „ჩვენი უბანი”, რომელიც კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სკოლა ღირსეულად წარადგინეს და სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველი მისცეს. 

„მადლობა გამგეობას! მადლობა ღონისძიებაში მონაწილე ჩვენი სკოლის წარმომადგენლებს, რომლებმაც გვასახელეს: ერთ-ერთ ორგანიზატორს - ნინო გიორგობიანს. X კლასის მოსწავლე ნინი გველებიანს (სარე) XI კლასის მოსწავლეებს: ერიკ კირაკოსიანს (კლავიში), პეტრე მატუშევსკის, ალინა სააკოვას, მარიანა სარქისიანს, მარია პასტუხს, აილა აბილოვას, ედგარ ოსიპოვს, მარიამ ეზიკიანს  და ნორჩ მხატვრებს:  ნ.რუხაძეს, ვ.პეტროსიანს, ე.ფაილოძეს, ნ.გვალიას, ნ.წოწინაშვილს, ნ.ჯირკველიშვილს, ე.ბრეგაძეს, ნ.მაყიშვილს და მათ პედაგოგებს! 72-ე სკოლა ვამაყობთ თქვენით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლე-მასწავლებელთა აქტიურობა და შემოქმედებითობა ახარებთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203