ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორ მიხეილ დევაძისთვის სკოლის წარმატება, გონებრივად და სულიერად განვითარებული მოსწავლეების აღზრდას ნიშნავს, შესაბამისად მოსწავლეებს გარდა იმისა, რომ სთავაზობს ხარისხიან განათლებას, ასევე ასწავლის სწორ ღირებულებებს და საკუთარი წვლილი შეაქვს ღირსეული თაობის ჩამოყალიბებაში.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ბროლოსნის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ დევაძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- გონებრივად და სულიერად სწორად განვითარებული მოსწავლეების აღზრდას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ადამიანების სიყვარული, დაფასება და ურთიერთპატივისცემა.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- თავიანთი შესაძლებლობების სწორად განსაზღვრას.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- სამშობლოს სიყვარული, ქართული ადათ-წესების გაგრძელება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- იყო მისი მეგობარი და ასწავლო ის რაც მას მომავალში წარმატებას მოუტანს.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- თინათინ ბერიძის - „მოპარული სიყვარული“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ჯანმრთელობას და პროფესიულ ზრდა-განვითარებას.