ბათუმის N9 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სკოლაში 2023-2024 სასწავლი წლის მანძილზე წარმატებით მუშაობდა მკითხველთა კლუბი „მხატვრული ნოვატორები“, რომლის წევრებიც მრავალფეროვან მხატვრულ ლიტერატურას ეცნობოდნენ, მსჯელობდნენდა ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებდნენ.
აღსანიშნავია, რომ მკითხველთა კლუბი მონაწილეობდა საბაზო განათლების პროგრამაში, რომელსაც კოორდინირებას უწევდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
წიგნის მეგობრების კლუბის ორგანიზებისათვის ბათუმის N9 საჯარო სკოლას, მკითხველთა კლუბის მენტორს ნათია თოფურიასა და კლუბის წევრებს გადაეცათ სერტიფიკატები.
იხილეთ ვიდეო