ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ვიტისის“ წევრთა გახმოვანებული ანიმაცია ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმებზე მოგითხრობთ
10-07-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლის ეკოკლუბვიტისისთვის“ 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა. გარდა იმისა რომ აქტიურ გარემოსდაცვით საქმიანობას ეწეოდნენ და სასკოლო საზოგადოების ეკოცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ, აქტიურად შეიმეცნებდნენ ახალს და ვითარდებოდნენ.

მათ შორის, ეკოკლუბის წევრებმა, მათი ხელმძღვანელის დახმარებით, პროგრამა Capcut-ში შექმნეს და გაახმოვანეს ანიმაციური ვიდეო თემატიკით - ცოცხალ ორგანიზმებს შორის ურთიერთდამოკიდებულების ფორმები. 

აქტივობის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ბიოტური ფაქტორების შემადგენელ კომპონენტებს, მათ შორის, მცენარეების, სოკოებისა და ცხოველების ურთიერთობის ფორმებს.

შემოქმედებით პროდუქტზე მუშაობის პროცესში გუნდის წევრებმა გაიაქტიურეს წინარე ცოდნა, გაიხსენეს თუ რა არის კვებითი ჯაჭვი, როგორ არიან დაკავშირებული ორგანიზმები კვებით ჯაჭვში, იმსჯელეს რა მნიშვნელობა აქვს ბიოტურ ფაქტორებს ეკოსისტემის ფორმირებისთვის.  

ანიმაციურ ვიდეორგოლს ახმოვანებენ - თეკლა სალუქვაძე, მარიამ რუსიძე, ირინა ხინიკაძე და ქეთი ხინიკაძე.

იხილეთ მოსწავლეთა შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლი:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203