„ქედს ვიხრით იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც მიუძღვის ჩვენი სკოლის წინაშე“ - ვაიოს საჯარო სკოლა ამაგდარ მასწავლებელს - ბიძინა ჩიკვაიძეს ემშვიდობება 
10-07-2024

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ბიძინა ჩიკვაიძე, რომელიც 45 წლის განმავლობაში ერთგულად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ბიძინა ჩიკვაიძემ არაერთი განათლებული თაობა აღუზარდა ქვეყანას. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

„პედაგოგების, მოსწავლეების და მშობლების სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს… ქედს ვიხრით და მადლობას ვუხდით ბატონ ბიძინას იმ უდიდესი წვლილისთვის, რომელიც მიუძღვის ჩვენი სკოლის წინაშე. მშვიდობით, ნათელი თქვენს სულს“,-  ვკითხულობთ ვაიოს საჯარო სკოლის დირექტორის ბადრი შავიშვილისა და სასკოლო საზოგადოების სახელით გავრცელებულ სამძიმრის წერილში. 

„ეტალონი“ უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღრმად პატივსაცემი პიროვნების გარდაცვალების გამო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203