გამოცდის მეორე სესიაზე აბიტურიენტთა 21% არ მივიდა - დეტალები
10-07-2024

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით მეორე სესიაზე აბიტურიენტთა თითქმის 21% არ გამოცხადდა.

10 ივლისს ეროვნული გამოცდების მეორე სესიაზე აპლიკანტები ფრანგული, გერმანული და რუსული ენების გამოცდას აბარებდნენ.

„ცენტრებში განაწილებული აპლიკანტებიდან გამოცხადდა 79%-მდე აბიტურიენტი, ამ დროის მონაცემებით არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ უცხოური ენის გამოცდა სავალდებულო ჩასაბარებელ საგნებში შედის, შესაბამისად ის აპლიკანტები, რომლებიც არ გავიდნენ გამოცდაზე წლევანდელ კონკურსს გამოეთიშებიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203