თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლას დირექტორი დავით სურმანიძე წარმატებით ხელმძღვანელობს. მუდმივ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მეტი წარმატებული და ერუდირებული ახალგაზრდა აღუზარდოს ქვეყანას.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორი დავით სურმანიძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მოტივირებულ, წარმატებულ მოსწავლეს, მასწავლებელს და სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებულ მშობლებს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
1) ცხოვრებაში დაისახე მიზანი, რომლისთვისაც ყოველთვის იბრძოლებ, მისი სირთულის მიუხედავად და ვიყო სამართლიანი.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- არჩევანი გააკეთონ საკუთარი გულის კარნახით და საკუთარ არჩევანში ჩარევის უფლება არ მისცენ მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებსაც კი და საკუთარი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენებას.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- მოტივაციის ამაღლება, სწრაფვა და ბრძოლა მიზნისათვის რასაც დაისახავს.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მასზე ზრუნვას, მეგობრულ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას და ზოგადად უპირობო სიყვარულს რაც ნიშნავს, სწორად აგირჩევია მასწავლებლის პროფესია.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- მოსწავლემ წიგნი თუ რა თემაზე უნდა წაიკითხოს ეს მისი საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს, ამიტომ კონკრეტული წიგნის დასახელებისგან თავს შევიკავებ.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მუდმივ პროფესიულ ზრდას და პროცესიდან გამომდინარე ვიტყვი რომ მეტი წარმატებული მოსწავლე და წარმატებული მასწავლებელი ჩვენს ქვეყანას.