სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონში მეოთხეკლასელთა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ემოციებით სავსე აღმოჩნდა
07-06-2018
სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონში მასწავლებელმა მეოთხე კლასი გააცილა.
დამრიგებელი ნინო ღუდუშაური გახლდათ.
აქტივობა ემოციური იყო. მოსწავლეებმა ლექსები, სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
სკოლის დირექცია მუსიკალური მხარდაჭერისთვის ფიქრია ხაიკაშვილს და ცისია ფირანიშვილს, ხოლო მხატვრული გაფორმება/დეკორაციებისთვის ლონდა მაისურაძეს და მისი სტუდიის ბავშვებს უხდის მადლობას.