„აბიტურიენტებს ვურჩევდი საკუთარ თავს დაუმტკიცონ შესაძლებლობები“ - ელზა მაისურაძე, ნაბახტევის საჯარო სკოლის დირექტორი
11-07-2024

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლის დირექტორ ელზა მაისურაძისთვის სკოლის წარმატება წარმატებულ მოსწავლეს ნიშნავს, ამიტომ განათლებული მომავალი თაობების აღსაზრდელად აქტიურად იღწვის და საკუთარ თავს წარმატებულ მოწაფეთა სიმრავლეს უსურვებს.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნაბახტევის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა მაისურაძე პასუხობს.

 - სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ მოსწავლეს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „არ იჩქარო“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- საკუთარ თავს დაუმტკიცონ საკუთარი შესაძლებლობები.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- თავისუფლება და დაცულობის შეგრძნება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- საზომს, როგორი ხარ სინამდვილეში.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“...

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ბევრ წარმატებულ მოსწავლეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203