ასპინძის საჯარო სკოლაში პოეზიის დღე მოეწყო
07-06-2018
ასპინძის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკამ მხატვრული კითხვის კლუბის წევრებს უმასპინძლა. 

ხელმძღვანელი ნინო მურადაშვილი გახლდათ. 

მოსწავლეებმა ოთარ ჭილაძის, ბესიკ ხარანაულისა და შოთა ნიშნიანიძის ლექსები წაიკითხეს, ისაუბრეს და თანატოლებს მათი შემოქმედება გააცნეს.

სკოლის დირექციის შეფასებით, კლუბის წევრებმა ერთი ლამაზი და შემეცნებითი დღე მოაწყვეს. 

დასასრულს, ნინო მურადაშვილმა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი პოეტების შემოქმედებების უკეთ გასაცნობად მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვნია.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203