ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორხვის საჯარო სკოლის დირექტორ თამილა მეგრელისთვის სკოლის წარმატება ქვეყნის წინსვლის საწინდარია, ამიტომ სამშობლოს საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება. მისი თქმით, სიყვარულითა და მონდომებით გაკეთებული საქმე ყოველთვის წარმატების საწინდარია, ამ მიდგომით კი მოწოდებულია საქართველოს ერუდირებული მოქალაქეები აღუზარდოს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ორხვის საჯარო სკოლის დირექტორი თამილა მეგრელი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- წარმატებულ კუსდამთავრებულებს და ქვეყნის წინსვლას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „ადამიანებო გიყვარდეთ ერთმანეთი“ - სიყვარულითა და მონდომებით გაკეთებული საქმე ყოველთვის კარგი შედეგით მთავრდება
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- არ შეშინდნენ, ნუ დაიბნევიან, ყურადღებით წაიკითხონ პირობა და ყველაფერი კარგად იქნება, წარმატებები!
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება და საკუთარი შესაძლებლობების საკუთარ ქვეყანაში რეალიზება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს..
- მიიღო ის ისეთი, როგორიც არის და მასთან ერთად იზრუნო შემდგომი განვითარებისთვის, რაც მას სრულყოფილ მოქალაქედ აქცევს
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ასაკის შესაბამისად სხვადასხვა წიგნები არსებობს მე კარგ დასვენებას ვურჩევდი, სახალისოდ, რომ განიტვირთონ სასკოლო ცხოვრების რუტინისგან.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- მეცხოვროს გაბრწყინებულ აღორძინებულ ქვეყანაში სადაც სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით იცხოვრებს ერი და ბერი და ლუკმის საშოვნელად არავის სჭირდებოდეს ქვეყნის დატოვება.