ლესის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ
07-06-2018
ლესის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები თავიანთ პირველ მასწავლებელს დაემშვიდობნენ. 

მზია ტუხაშვილი პატარების აღზრდის საქმეს უკვე ოთხი ათეული წელია ემსახურება. წელს მისთვის მეათე გამოშვება დახლდათ.

მოსწავლეებს და მშობლებს მისთვის მადლობის სიტყვები არ დაუშურებიათ. სკოლის დირექციაც მადლობას უხდის მას კეთილსინდისიერი შრომისთვის და ჯანმრთელობას, სიხარულს და ბედნიერებას უსურვებს.

მეოთხეკლასელებს კი გზა მომავალმა პირველკლასელებმა დაულოცეს. მზია მასწავლებელმა მათ სიმბოლური მოსაწვევები გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203