თვეში 100, სემესტრში 500-700 ლარი - რომელი სტუდენტები მიიღებენ დაფინანსებას
13-07-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 25 წლამდე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების დაფინანსებას თუ:

ა) ისინი სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე, არიან დედ-მამით ობოლი,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ან/და  სოციალურად დაუცველი (100 000 ქულის ჩათვლით) ოჯახებიდან, სასწავლო პროცესში თვეში -100 ლარის ოდენობით;

ბ) სწავლობენ საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე და აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება (მთლიანი სარეიტინგო 90 ქულიდან 100 ქულის ჩათვლით) სემესტრული დაფინანსება - 500 ლარის ფარგლებში, შშმპ შემთხვევაში - 700 ლარის ფარგლებში (ბიუჯეტი 30 000(ოცდაათი ათასი) ლარი, სულ -60 სემესტრული განცხადება).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203