ბათუმის N20 სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ თამაშში მიღწეული წარმატებისთვის აბასთუმანში ექსკურსიით დაჯილდოვდნენ
12-07-2024

ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები იღებდნენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, აქტიურად მონაწილეობდნენ არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევდნენ. 

მათ შორის სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ წარმატებით იასპარეზეს, ჯილდოდ კი აბასთუმანში ექსპედიცია დაიმსახურეს. 

„ტვინების ბრძოლის საპრიზო“ კატეგორიების წარმატებული მონაწილეები დაბა აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიას სტუმრობდნენ, მათთვის საინტერესო ექსკურსია მოეწყო. 

სკოლაში მე-8 კლასელებს წარმატებას ულოცავენ, ექსპედიციის ორგანიზატორებს კი საინტერესო გამოცდილებისთვის მადლობას უხდიან.

„სკოლა ულოცავს მე-8 კლასის მოსწავლეებს და კლასის დამრიგებელ ლელა ვაშაყმაძეს, ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილის მოპოვებას. მადლობა ორგანიზატორებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203