თბილისის N31 საჯარო სკოლაში მიზანდასახული, შემოქმედებითი და საკუთარი საქმის პროფესიონალი პედაგოგები ასწავლიან.
მათგან ერთ-ერთი ნათია აბულაძე გახლავთ, რომელიც ამავდროულად, საბავშვო მწერალი და მეიგავეა. აღსანიშნვია, რომ მას აქვს საავტორო პროექტი - „კითხვის საათი“. ამ პროექტის ფარგლებში, მეიგავე თბილისის N157 და N138 საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა.
ერთსაათიანი პროგრამა, სხვადასხვა ეტაპისგან შეგდებოდა. მოსწავლეებმა მწერლის ლექსების, მოთხრობებისა და იგავ-არაკების ინსცენირება მოაწყვეს, გადალახეს სხვადასხვა ტური და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ბოლოს კი, ბავშვებს, სერტიფიკატებთან ერთად, საჩუქრად, წიგნებიც გადაეცათ.
ნათია აბულაძე თბილისის N157 საჯარო სკოლის პედაგოგს - ია ქათამაშვილს, თბილისის N138 საჯარო სკოლის პედაგოგსა და სასწავლო ნაწილს - ნატო სიბაშვილს და ამავე სკოლის დირექტორს - ნუნუ კაპანაძეს მადლობას უხდის.
„რამდენიმე ჯგუფი გაერთიანდა და მშობლების ინიციატივით, ნათია აბულაძეს ბავშვების საყვარელი მწერლის სტატუსი გადმოეცა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: