გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამ მიმართულებით პედაგოგები ცოდნას იმაღლებენ და საუკეთესო გამოცდილებას იზიარებენ.
სკოლის ინკლუზიური გუნდი „ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში, სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა კახეთში, სამდღიან გასვლით შეხვედრაზე. ტრენინგი მიეძღვნა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას თემაზე - „ემოციური მხარდაჭერა და ეფექტური კომუნიკაცია“
აღსანიშნავია, რომ პროექტი საქართველოში მცხოვრები ბავშვებისათვის ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
იხილეთ ფოტოები: