„აბიტურიენტებს ვურჩევდი მეტ შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას“ - ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი მალხაზ ნატარიძე
12-07-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლას დირექტორი მალხაზ ნატარიძე წარმატებით უძღვება. სამართლიანი და მიზანსწრაფული ხელმძღვანელი მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს. ახალგაზრდებსაც შრომისმოყვარეობას და მიზანდასახულობას ურჩევს, რაც მისი თქმით წარმატების საწინდარია. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ზედა აჭყვას საჯარო სკოლას დირექტორი მალხაზ ნატარიძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ მოსწავლეებსა და წარმატებულ პედაგოგებს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ჩემი საყვარელი პედაგოგის დარიგება, ვყოფილიყავი ყოველთვის გულწრფელი და სამართლიანი.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მეტ შრომისმოყვარეობასა და მიზანდასახულობას, რომელიც აუცილებლად მოიტანს წარმატებას.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- რა თქმა უნდა, განათლება, ჰუმანურობა, ტოლერანტობა.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ურთიერთპატივისცემას, ერთმანეთის მოსმენასა და გაგებას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- უფრო მეტ წინგადადგმულ სწორ ნაბიჯებს, მთელი სასკოლო საზოგადოებისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203