ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის დირექტორი - ნათია მახარობლიძე სასკოლო საზოგადოების წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანია, რომლის ინიციატივითაც სკოლაში არაერთი ღონისძიება ეწყობა.
მისი აზრით, ახალი თაობისთვის უმნიშველოვანესია, რომ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება ჰქონდეთ და სამშობლო უყვარდეთ. ამ მიმართულებით კი, სკოლაში აქტიურად მუშაობენ. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, ნათია მახარობლიძემ etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- გონებრივად და სულიერად განვითარებული მოსწავლეების აღზრდას, ძლიერ სასკოლო საზოგადოებას, მშობელთა აქტიურ ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- ვუსურვებ წარმატებებს, ცოდნის, შესაძლებლობის მაქსიმალურად წარმოჩენას და ცხოვრებაში საკუთარი და ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- იყვნენ ღირსეული ადამიანები, პატრიოტები, უყვარდეთ სამშობლო და ჰქონდეთ მაღლი მოქალაქეობრივი შეგნება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- თითოეული მოსწავლის საჭიროებებზე ზრუნვას, მხარდაჭერას და მოტივაციის ამაღლებას.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ჰარიეტ ბიჩერ სტოუ - „ბიძია თომას ქოხი“, ალექსანდრე დიუმა – „გრაფი მონტე კრისტო” შარლოტა ბრონტე – „ჯეინ ეარი“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- პროფესიულ ზრდას, წარმატებულ მოსწავლეებს.