ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლე ანი გოგიაშვილი აგრარული განათლების კონკურსის გამარჯვებულია
12-07-2024

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ. 

მათ შორის, კონკურსის „აგრო-ლიგა 2024“-ის გამარჯვებული „ეკოლოგია-ბიომრავალფეროვნების“ დარგში გახდა ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე ანი გოგიაშვილი, რომლის კლასის დამრიგებელი მაია მაღლაფერიძე გახლავთ. 

კონკურსის მიზანია აგრარულ სექტორში პროფესიული ცოდნის გავრცელება, საქართველოში აგრარული და გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო სფეროების განვითარება და წარმატებულ სტუდენტთა და მოსწავლეთა ხელშეწყობა.

კონკურსის კონცეფციის ავტორი და განმახორციელებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია (ADA), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პარტნიორობით.

კონკურსი იმართება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაცია (ფაზა3)“ ფარგლებში.

სკოლაში მოსწავლეს გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ ანის ამ შედეგს და მომავალშიც დიდ წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203