12 ივლისს, მათემატიკის გამოცდის მეორე სესიაზე აბიტურიენტს დრო შეეშალა და დილის სესიის ნაცვლად, შუადღეს, 14:00 საათზე გამოცხადდა რეგისტრაციაზე.
აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს ჟურნალისტს საგამოცდო ცენტრის დაცვის თანამშრომელმა დაუდასტურა.
აღნიშნულ ფაქტს აპლიკანტი მშვიდად შეხვდა, თუმცა საგამოცდო ცენტრიდან გულდაწყვეტილი წავიდა.
ამჟამად ტესტირება უკვე დაწყებულია და ეროვნული გამოცდები ორშაბათიდან, ისტორიის ტესტირებით გაგრძელდება.